მეორე დღეა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოსა და უკრაინას შორის 25- წლიანი ურთიერთობებისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს. დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტსა და უკრაინის თავისუფალ აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
შეთანხმება სასწავლო დაწესებულებებს შორის კონფერენციებს, გაცვლით პროგრამებსა და სხვადასხვა სახის აქტივობას ითვალისწინებს. უკრაინიდან, პოლონეთიდან და რუმინეთიდან მოწვეული სტუმრები ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე მსჯელობენ.