განაჩენი ხელვაჩაურში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე

13 ივნისი 2025, 19:56 264 ნახვა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბათუმში, ბრალდებულები პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, სუპერმარკეტ „ბილიონში“, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხნენ მოლარეს და 2145 ლარს დაეუფლნენ.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში