ისრაელი ირანზე საჰაერო დარტყმებს განაგრძობს. ირანული მედიის ცნობით, ისრაელმა ჩრდილო-დასავლეთ ქალაქ თავრიზში სამხედრო საჰაერო ბაზას დაარტყა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ისრაელის დარტყმები ომის გამოცხადებას ნიშნავს. მინისტრმა მსგავსი შინაარსის წერილი გაერო-საც გაუგზავნა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სხდომა ირანის მოთხოვნის საფუძველზე უკვე ჩაინიშნა. თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ოპერაცია გაგრძელდება იმდენი დღე, რამდენიც საჭირო იქნება ირანის საფრთხის მოსახსნელად.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის მხრიდან ბირთვული გამდიდრების პროგრამაზეც ისაუბრა. ბოლო მონაცემებით, ლიკვიდირებულია, სულ მცირე, 20 სამხედრო მაღალჩინოსანი.