გაერო-ს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა ჩანიშნა

13 ივნისი 2025, 17:04 145 ნახვა

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.

სააგენტო „როიტერი“ - ს ინფორმაციით, სხდომა ირანის მოთხოვნის საფუძველზე ჩაინიშნა, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის სამხედრო ობიექტებსა და მაღალჩინოსნებზე დარტყმები განახორციელა.

ბოლო მონაცემებით, ლიკვიდირებულია, სულ მცირე, 20 სამხედრო მაღალჩინოსანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში