ოპოზიციის ვიზიტი ბრიუსელში - გამოხმაურება

12 ივნისი 2025, 18:03 168 ნახვა

ოპოზიცია ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს - პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პარტიის თავმჯდომარე ტრამპის წარმომადგენელს უკრაინაში, გენერალ კიტ კელოგს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადს შეხვდა.
მხარეებთან შეხვედრაზე თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, ისაუბრეს საქართველოში ახალი არჩევნების დანიშვნაზე, პოლიტპატიმრებზე და იმაზე, როგორ დაუბრუნდეს საქართველო ევროინტეგრაციის გზას.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ახალი დირექტივების მისაღებად ჩავიდა და ევროპელი ბიუროკრატები, რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან კოორდინაციით, საქართველოს დაზიანებას უკვე წლებია ცდილობენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში