სასამართლო პროცესები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო

12 ივნისი 2025, 11:19 134 ნახვა

სამოქალაქო აქტივისტები, ტელეწამყვანები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო  სასამართლოში იბარებენ. ვარაუდობენ, რომ საქმე “ქართული ოცნების” დეპუტატების სიტყვიერ  შეურაცხყოფას ეხება.

სასამართლოში დაბარებულების ნაწილი აცხადებს, რომ პროცესზე დასწრებას არ აპირებენ. შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წარმოება პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინების საქმეზე დაიწყო. 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების გამო საქმეთა წარმოება გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვაა და ცენზურის პრეცენდენტს ქმნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში