საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები უკანონოდ ინახავდნენ სხვადასხვა რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და გასაღების მიზნით სხვადასხვა ლოკაციებზე ანთავსებდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები: „ბუპრენორფინი“, „მეთადონი,“ „კოკაინი“ და „მარიხუანა“, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.
3 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა); 1 პირს 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და 18,260 მუხლის მეშვიდე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღების მომზადება); 1 პირს 18,2603-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღების მომზადება); 1 პირს 2731-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვა), ხოლო 1 პირს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2731 მუხლის მეორე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“, სხვა ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინათ. რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ შვიდივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.