თვითმმართველობის არჩევნები-პოზიციები

07 ივნისი 2025, 12:10 107 ნახვა

4 ოქტომბრის არჩევნებამდე 4 თვე რჩება - ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში კი ერთიანი პოზიცია ისევ არ აქვთ. „ნაციონალური მოძრაობა“ და კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრები საკუთარი გადაწყვეტილების ერთგულები არიან და ხაზგასმით ამბობენ, რომ მხოლოდ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს განიხილავენ.
რაც შეეხება პარტია „ლელოს“, - აქ მიაჩნიათ, რომ გამარჯვების ფორმულა ბრძოლაშია და თვითმმართველობის არჩევნები  საერთო-ეროვნულ, სახალხო რეფერენდუმად უნდა გადაიქცეს. 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რომ ემზადებიან, ამას არ მალავენ გახარიას გუნდში.  რაც შეეხება მმართველ გუნდს.
"ქართული ოცნების" ლიდერები პოლიტიკურ ოპონენტებს პოლიტიკურ მარცხს 64-ვე მუნიციპალიტეტში უწინასწარმეტყველებენ. დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიცია გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში