ბოლო დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგზაო მოძრაობის წესების 104 484 დარღვევა გამოვლინდა - შსს

06 ივნისი 2025, 14:40 231 ნახვა

ბოლო დღეების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 104 484 ფაქტი - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დარახველიძის თქმით, შსს მოუწოდებს საგზაო მოძრაობაში ჩართულ პირებს, დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და არ დაარღვიონ საგზაო მოძრაობის წესები.

„ბოლო დღეების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 104 484 ფაქტი, მათ შორის: ავტომობილის მინის დამუქების წესის დარღვევის 682 ფაქტი; ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლზე მოძრაობის 4 830 ფაქტი; ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის 683 ფაქტი; სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმის უკანონოდ გამოყენების რვა ფაქტი.

თითოეული სამართალდამრღვევი მძღოლის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. პოლიცია კვლავ აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. მოვუწოდებთ საგზაო მოძრაობაში ჩართულ პირებს, დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და არ დაარღვიონ საგზაო მოძრაობის წესები. საზოგადოებას კვლავ შევახსენებთ, რომ პოლიცია 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს დანაშაულთან ბრძოლას და კანონის დამრღვევ პირთა მიმართ ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას გაატარებს“, - განაცხადა დარახველიძემ.

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში