პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილს უსმენენ. სხდომაზე განიხილება ქონებრივი უფლებების ხელყოფისა და 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
ვალერი შოშიაშვილმა კომისიის წევრებს განუცხადა, დავით კირკიტაძის ძმამ, რომელიც ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, უწყებაში დაიბარა და თანამშრომლობა მოსთხოვა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, საბაჟოზე მისი კონტეინერები ვერ გავიდოდა. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ნების საწინააღმდეგოდ აიღო ბანკიდან სესხი და გადარიცხა „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე შემოწირულობის სახით.
პარალელურად თითოეულ კონტეინერზე 1500 დოლარს ახდევინებდნენ.