ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი

04 ივნისი 2025, 14:05 212 ნახვა

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის ბრალდებით გაიმართა  თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი.  ამ საქმეზე სასამართლოში ჩვენება გამომძიებელმა სალომე შიოშვილმა მისცა.

როგორც გამომძიებელმა აღნიშნა, ჯაფარიძე პარლამენტში 2025 წლის 8 აპრილს იყო დაბარებული, ის არ გამოცხადდა. შემდეგ კენჭი ეყარა მისი საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურისთვის გადაცემას. შიოშვილის თქმით, ჯაფარიძემ უარი თქვა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვაზე, ასევე უთხრა, რომ გირაოს თაობაზე ხელს არ აწერდა.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში