რას აპირებს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე

02 ივნისი 2025, 14:12 229 ნახვა

ვინ ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის? - თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით 4 თვე რჩება. ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ გამორიცხავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ნაწილი კი მკაფიო უარს აცხადებს.

დღევანდელი მოცემულობით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას სრულად გამორიცხავს “კოალიცია ცვლილებისთვის”, ასევე “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა”. მათი განცხადებით, ყველა, ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ბიძინა ივანიშვილის “რეჟიმის თანამონაწილე” იქნება.

არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი