საქართველოში ვერ მიაღწიეს, რომ გამართლებულიყო რევოლუციის დაფინანსება, საბოტაჟის დაფინანსება, აგენტების მმართველობის დაფინანსება და ქვეყანამ გაიმარჯვა - მამუკა მდინარაძე

31 მაისი 2025, 19:00 242 ნახვა

ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლი, ანუ ანალოგი, ემსახურება იმავეს, რასაც ემსახურება ანალოგიური კანონი აშშ-ში. მათ შემთხვევაში ემსახურება აშშ-ის გაძლიერებას, ჩვენს შემთხვევაში ემსახურება საქართველოს გაძლიერებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველოში ვერ მიაღწიეს, რომ გარე დაფინანსება გამართლებულიყო, გამართლებულიყო რევოლუციის დაფინანსება, საბოტაჟის დაფინანსება, ეკონომიკის ჩამოქცევის დაფინანსება, აგენტების მმართველობის დაფინანსება და საქართველომ გაიმარჯვა.

„საუკუნის ორწლიანი აფერა იყო გარედან დაფინანსებული პროექტი სახელწოდებით „არა რუსულ კანონს“ და გახსოვთ, როგორ აძახებინეს ჩვენი მოქალაქეების, გასაგებია მცირე, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს ეს ფრაზა, რომელიც დაფინანსებული იყო ათობით მილიონი დოლარით და ემსახურებოდა ადამიანების ტვინის გამორეცხვას და გარე დაფინანსების, უკაცრავად გამოთქმისთვის და „გაპრავებას“. ეს ყველაფერი არ „გაპრავდა“ და ვერ მიაღწიეს იმას, რომ გარე დაფინანსება გამართლებულიყო. გამართლებულიყო რევოლუციის დაფინანსება, საბოტაჟის დაფინანსება, საქართველოს ეკონომიკის ჩამოქცევის დაფინანსება, აგენტების მმართველობის დაფინანსება და საქართველომ გაიმარჯვა. შესაბამისად ამისა, ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკული კანონის ზუსტი ასლი, ანუ ანალოგი, ემსახურება იმავეს, რასაც ემსახურება ანალოგიური კანონი აშშ-ში. იმ შემთხვევაში ემსახურება ამერიკის გაძლიერებას, ამ შემთხვევაში ემსახურება საქართველოს გაძლიერებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი