მინდია გორაძე დაკავებულია

31 მაისი 2025, 11:41 322 ნახვა

იტალიური მედიის ცნობით,  რომში ჩამპინოს აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე დააკავეს. იგი 2023 წლის სექტემბრიდან საერთაშორისო ძებნის ქვეშ იმყოფებოდა. უცხოური მედიის ცნობით,  "ლავასოღლი" იტალიის პოლიციის მობილურმა რაზმმა 22 მაისს გერმანული სანომრე ნიშნის მქონე მანქანაში ჩაჯდომისას დააკავა.

მინდია გორაძეს კრიმინალური გაერთიანების წევრობას და გადასახადებისგან თავის არიდებას ედავებიან. ე.წ "კანონიერი ქურდი" რეჯინა კოელის ციხეშია გადაყვანილი.

მინდია გორაძეს 2016 წელს ქართულმა სასამართლომ ჯგუფური ყაჩაღობისთვის, ქურდული სამყაროს წევრობისთვის და ძალადობისთვის 12 წელი შეუფარდა, თუმცა მაშინ სასამართლომ საქმის განხილვა 9-თვიან ვადაში ვერ დაასრულა და ლავასოღლის გათავისუფლება მოუწიათ. მან საქართველო მალევე დატოვა და თურქეთში გადავიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი