ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა

31 მაისი 2025, 11:03 217 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტს ესაუბრა - ამის შესახებ სოციალურ პლატფორმა X-ზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა.

ლიდერებმა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის სტამბოლში მომდევნო შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა განიხილეს.

ზელენსკის თქმით, არ შეიძლება ეს შეხვედრები უშედეგო იყოს. მან ასევე   ერდოღანს და მთელ თურქეთს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მიმართ არსებული პრინციპული პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი