მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე ორ აქტივისტს პატიმრობა შეეფარდა

30 მაისი 2025, 17:54 202 ნახვა

„ქართული ოცნების" დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მეორე პირს, თათია აფრიამაშვილსაც შეეფარდა.
გადაწყვეტილების გამოცხადებამ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ხმაური გამოიწვია, რის შემდეგაც სასამართლო მანდატურის სამსახურმა რამდენიმე პირს სასამართლოს შენობა დაატოვებინა.
დღესვე, ამავე საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ლიკა ლორთქიფანიძესაც შეუფარდეს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი