სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა

29 მაისი 2025, 16:46 198 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბჭოს ფორმატში, განიხილეს რეგიონის ეკონომიკური გაძლიერების, ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის ხელშეწყობის სტრატეგიები.

სხდომაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეგიონი მომზადებული შეხვდეს ზაფხულის ტურისტულ სეზონს. შეხვედრაზე განიხილეს ტურისტული ატრაქციებისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის მზაობა ტურისტული ნაკადების დასახვედრად.

დასკვნით ეტაპზეა რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ნაწილის განხორციელება. სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია და მოძრაობა აღდგენილია დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში. აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი სატრანსპორტო სისტემას ეფექტიანს და კომფორტულს გახდის, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე, ჩამოსული სტუმრებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში