პროფესიული მომზადების პროგრამების მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ 

28 მაისი 2025, 14:15 427 ნახვა

აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამების მონაწილეები დააჯილდოეს.

,,ეროვნული სამოსი და მისი სასცენო გადაწყვეტა", ,,თექის ნაწარმისა და აქსესუარების დამზადება" პროგრამების კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულების ნამუშევრებიც გამოიფინა.

აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში 10 პროფესიული და 3 სასკოლო პროგრამა მოქმედებს, აღნიშნულ პროექტს სკოლა 2022 წლიდან ახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში