პროკურატურამ ბათუმში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მაისი 2025, 17:21 221 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მაისს, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი პირი დაჭრა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ‘’ვ’’ პუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

 

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში