საქართველოს დელეგაცია რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაში, რომელიც რუმინეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა, მონაწილეობდა 11 ქვეყნის 70-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია.
საქართველოდან ესწრებოდნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო აკადემიისა და სხვადასხვა კერძო კომპანიის წარმომადგენლები. ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი. ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები რუმინეთ-საქართველოს სტრატეგული პარტნიორობის ფარგლებში.