23 მაისი ქართული რადიოს დღეა - რადიო აჭარა 95 წლის გახდა

23 მაისი 2025, 14:55 130 ნახვა

23 მაისი ქართული რადიოს დღეა, ზუსტად ერთი საუკუნის საქართველოში პირველი რადიომაუწყებლობა დაიწყო. ამასთან აჭარის რადიოს დაბადების დღეა. რადიო აჭარა 95 წლის გახდა.

საიუბილეო თარიღი რადიოს თანამშრომლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზისა და რადიოს ადმინისტრაციამ მიულოცა და მათ სიმბოლური ჯილდოები გადასცა.     

რადიო აჭარა ერთ-ერთი ყველაზე უხუცესი და ამასთან თანამედროვე რეგიონული რადიოა საქართველოში.  

თავდაპირველად სამაუწყებლო დრო სამ საათს მოიცავდა, მზადდებოდა როგორც საინფორმაციო, ისე დარგობრივი გადაცემები. 2001 წლიდან თანამგზავრული კავშირის მეშვეობით რადიო აჭარას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უსმენენ.

მაუწყებლობა ტალღაზე FM 104, 5 - 24 საათიანია.

საზოგადოებრივი რადიო ფლობს უნიკალურ აუდიოფონდს, რომელიც ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში