მამია ვარშანიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო №7, №7ა მუნიციპალური ავტობუსები დღეიდან შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებენ.
N7 და N7ა ავტობუსები ვახტანგ შამილაძისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის გავლით გადაადგილდებიან. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ხახულისა და ვარშანიძის ქუჩების სრული რეაბილიტაცია.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები 20 ივნისი ჩათვლით გაგრძელდება და პროექტის ღირებულება 31 მილიონი ლარია.