ევროვიზია 2025 

16 მაისი 2025, 09:53 108 ნახვა

საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია ევროვიზიის სიმღერის კონკურსს გამოეთიშა. მარიამ შენგელიამ შეასრულა სიმღერა „ფრიდომ“. კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ჟიური არ მონაწილეობს ხმის მიცემაში.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ლიეტუვა, ისრაელი, სომხეთი, დანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, ფინეთი, ლატვია, მალტა და საბერძნეთი.

ევროვიზია 2025-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი მეორე ნახევარფინალიდან. ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი