დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე კომისიის წევრები ნანა ქადაგიშვილს უსმენენ, რომელმაც მისი და ოჯახის უფლებების შელახვის ფაქტები გაიხსენა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მისი ოჯახის ბიზნესი იყო ტერორის ქვეშ, საბოლოოდ კი, როგორც თავად აღნიშნა, ისე მოაწყვეს ყველაფერი, რომ უსამართლოდ მისი ოჯახის წევრები ციხეში აღმოჩნდნენ.
შეგახსენებთ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 2003-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისა და მას შემდგომ ჩადენილი დანაშაულებს იძიებს.
კომისიის მუშაობა მიმართვიანობის გამო ერთ თვით, ივნისამდე გახანგრძლივდა.