ზღვისპირა ქალაქში დილიდან ბათუმობასთან დაკავშირებული ღონისძიება იმართება. საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სცენა და მაყურებლის წინაშე უკვე წარსდგნენ , როგორც ადგილობრივი , ასევე მოწვეული მუსიკოსები , მუსიკალური ნაწილის პარალელურად მეწარმეებს წარმოდგენილი აქვთ საკუთარი პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობს, ასევე ადგილზე მისულ მოქალაქეებს შეუძლიათ ღვინის დეგუსტაცია , თევზის დაგემოვნება . ბათუმობა დღეს დაიწყო და ხვალ გალა კონცერტით დასრულდება , ასევე ხვალ გახდება ცნობილი თუ ვინ მიიღებს საპატიო ბათუმელიც წოდებას. ბათუმობისთვის ბიუჯეტიდან 370 ათას ლარამდე იხარჯება.