საქმის მასალების თანახმად, პროცესის მონაწილეთა გარკვეული ნაწილის მიმართ გამოყენებულია დაცვის სპეციალური ღონისძიება, ასევე მიმდინარეობს გამოძიება ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმის მიმართ რელიგიური მოტივით მუქარის შემცველი სატელეფონო ზარის განხორციელების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, შესაძლოა საფრთხე შეექმნათ პროცესის მონაწილეებს სხდომის საჯაროდ წარმართვის შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულს გააჩნია სხვადასხვა საპროცესო უფლება, მათ შორის სასამართლო სხდომა, როგორც წესი, ტარდება ზეპირად და საჯაროდ, თუმცა აღნიშნული დათქმა არ არის იმპერატიული და აბსოლუტური, თუკი აღნიშნული იწვევს დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა უფლებების, თავისუფლების და უსაფრთხოების ხელყოფას.
დღეს გიორგი მამალაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა და სხდომა სრულად დახურა. თავად დაკავებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე კი სხდომის გახსნას ითხოვდა.