გაერთიანებული კომიტეტების სხდომა

30 აპრილი 2025, 14:18 102 ნახვა

საქართველოში საემიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება, უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს დღეს პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთი სიახლე  ახალი მექანიზმის დანერგვაა, რის თანახმადაც თავშესაფრის მიცემის საკითხს რიგ შემთხვევაში ქვეყანაში შემოშვების გარეშე საზღვარზევე განიხილავენ. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ  განაცხადა, რომ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირთა განთავსების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე შესაბამისი სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა გახდება საჭირო.

ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტი იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში