ელიავას ქუჩაზე მოქალაქეებმა მშენებარე კორპუსის დროულად დასრულების მოთხოვნით აქცია გამართეს. აცხადებენ, რომ საცხოვრებელი კორპუსი სამი წლის წინ უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა კომპანიას დარღვევების გამო მშენებლობის უფლება მერიამ შეუჩერა და დააჯარიმა. მოგვიანებით კი, მათივე განცხადებით, მერიამ კომპანიას სამუშაოების გაგრძელების უფლება შეცვლილი პროექტით კვლავ მისცა. მიუხედავად ამისა, დეველოპერმა კორპუსი არ დაასრულა. მოქალაქეები დეველოპერის მხრიდან მუქარაზეც საუბრობენ. მშენებელ კომპანიასა და მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს.