პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

25 აპრილი 2025, 11:08 131 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1992 წელს დაბადებული გ.გ. და 1991 წელს დაბადებული გ.ხ.

"პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული ვიდეო გადაღება განახორციელა, სადაც ბრალდებული წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციაზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნარკოტიკულ საშუალებას ათავსებდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „კოკაინი“, „მეტადონი“, „სუბოტექსი“, „ტრამადოლი“, „ლირიკა“, „ექსტაზი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს"- აცხადებენ შსს-ში.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი