2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი გასულის წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.7 პროცენტით მეტია - საქსტატი

23 აპრილი 2025, 10:23 94 ნახვა

2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 401.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე - აცხადებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

მათი ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა და 641.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. 

,,2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 67.4 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:

  • რუსეთი  -  122.0 მლნ. აშშ დოლარი 
  • თურქეთი  -  66.9 მლნ. აშშ დოლარი 
  • ჩინეთი - 47.5 მლნ. აშშ დოლარი 

2025 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 53.0 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 49.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 45.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი),'' -  აცხადებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი