მადლობა, რომ მობრძანდით, როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი, ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება, შეფასდეს - წულუკიანი გახარიას

14 აპრილი 2025, 12:17 211 ნახვა

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას უსმენენ.

როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, გიორგი გახარიას სხდომაზე გამოცხადება მხოლოდ დადებითად შეიძლება, შეფასდეს.

„ბატონო გიორგი, ჩვენს წერილში მიგითითეთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნისას თქვენს საქმიანობასა და იმ დროს მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე გვსურდა თქვენგან ახსნა-განმარტების მიღება. მადლობა, რომ მობრძანდით. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი ჩვენ ჩვენს დეპუტატის უფლებამოსილებებში. ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება, შეფასდდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში