უწყვეტი პროტესტი ბათუმში

13 აპრილი 2025, 12:00 142 ნახვა

ბათუმში პროტესტი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელია - ესაა აქციებზე დაკავებული პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. გასულ ღამეს აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოს გმირებზეც, რომლებმაც სიცოცხლე სამშობლოს შესწირეს და იბრძოდნენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებას სურს გმირების სახელის წაშლა და მათი თავდადების გაუფასურება, რაც მათი თქმით დაუშვებელია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში