კონფერენცია, როგორც მოისმინეთ, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რასაც მსოფლიო მედია 1993 წლიდან აღნიშნავს. საქართველოს მაჩვენებელი 2017 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მეორე წელია არ გაუმჯობესებულა და 170 ქვეყანას შორის 64-ე ადგილზეა.
როგორ აფასებენ დღევანდელ ვითარებას ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე რა პრობლემებს აწყდებიან თავისუფალი სიტყვის გავრცელებისას? ვნახოთ სიუჟეტი.