ჯეფრი საქსი არის ნამდვილი ინტელექტუალი და ის არის დამოუკიდებელი, დამოუკიდებელ ანალიზს აკეთებს იმ პროცესებზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, აქედან გამომდინარე, მას აქვს ობიექტური შეფასება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯეფრი საქსი პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.
„ჯეფრი საქსი პატივს სცემს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკოსების დამოკიდებულებაც უნდა იყოს ანალოგიური ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის ჩვენი გზავნილებიც - ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, უსაფრთხოებას, ეს არის ჩვენი საკვანძო ინტერესები. ეს არის პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესები და ქართველი ხალხის ინტერესებს ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.