ჩვენი მიზანია ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგი, ვაგრძელებთ ერთად აქტიურ მუშაობას, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბერსეს განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მიზანი კავშირების გაუმჯობესება იყო.
„შედგა ჩვენს შორის კიდევ ერთი შეხვედრა. შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი. ჩვენი და ევროპის საბჭოს როლი არამხოლოდ კავშირზე ყოფნა, არამედ ამ კავშირების გაუმჯობესებაა. სწორედ ეს იყო ამ შეხვედრის მიზანი. ჩვენი მიზანია ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგი, ვაგრძელებთ ერთად აქტიურ მუშაობას“, – აღნიშნა ბერსემ.