რეგიონში ქვეყნებმა გარდაუვლად უნდა დააბალანსონ ურთიერთობები ყველა ძირითად მოთამაშესთან, ეს არის ის, რასაც თურქეთი აკეთებს და მხარს უჭერს -მევლუთ ჩავუშოღლუმ ირაკლი კობახიძეს მიმართა 

11 აპრილი 2025, 13:37 189 ნახვა

თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“, პანელის მოდერატორმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართა.

„მე მჯერა, რომ ჩვენს რეგიონში ქვეყნებმა გარდაუვლად უნდა დააბალანსონ მათი ურთიერთობები ყველა ძირითად მოთამაშესთან. ეს უნდა გაიგოს და პატივი სცეს ყველა მოთამაშემ. ეს არის ის, რასაც თურქეთი აკეთებს და ეს არის ის, რასაც თურქეთი მხარს უჭერს“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, საქართველო და თურქეთი საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთს ყოველთვის მხარს უჭერენ, თურქეთი ამას ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაშიც აკეთებს.

„შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს, როგორც ორ მეზობელს გვაქვს არაჩვეულებრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ თავიდანვე მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. საქართველოდ და თურქეთი საერთაშორისო ასპარეზზე როგორც კანდიდატი ქვეყნები ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს ყველა პლატფორმაზე. ამას ვაკეთებთ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაშიც, სადაც მე თურქეთის დელეგაციას ვხელმძღვანელობ. სამწუხაროდ, ევროპარლამენტი და სხვა საპარლამენტო ასამბლეები ძალიან უსამართლოდ ექცევიან საქართველოს. მე მათ ვთხოვდი, პატივი სცენ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მისივე განცხადებით, ევროკავშირმა, წამყვანმა წევრმა ქვეყნებმა საფუძვლიანად უნდა შეცვალონ მიდგომა, გაფართოების პროცესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში