ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს? მეც ვიბარებ რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს - გიორგი ვაშაძე

10 აპრილი 2025, 15:59 242 ნახვა

პარტია „სტრატეგია - აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

მისი შეფასებით, პარლამენტი არალეგიტიმურია, „შესაბამისად, არც კომისია არსებობს“.

„ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ – რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს!

არანაირი ლეგიტიმური პარლამენტი არ გვყავს! შესაბამისად – არც კომისია არსებობს!

ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს! ეს არის პროპაგანდის ნაწილი, რომლითაც ცდილობენ ხალხის ყურადღების გადატანას მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან.

თუ ვინმეს პასუხი უნდა, კეთილი ინებოს და ხალხს მოუსმინოს რუსთაველზე! იქ გაიგებენ სიმართლესაც და პასუხსაც!” - წერს გიორგი ვაშაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში