„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ძალაში დატოვეს ცესკო-ს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც არჩევნებზე დაკვირვებას ზღუდავს.
საუბარია ცვლილებებზე, რომელიც კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთათვის, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისათვის სრულად კრძალავს ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნას.
„სამართლიანი არჩევნები" ცესკო-ს მოუწოდებს, რომ გააუქმოს დადგენილებით მიღებული ცვლილებები, რადგან მიაჩნიათ, რომ მსგავსმა შეზღუდვამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ე.წ. „კარუსელის" სქემების, მრავალჯერადი, ყალბი ან არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის შემთხვევების იდენტიფიცირება.
საქალაქო სასამართლოს შემდეგ საჩივარი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა.