მთიანი აჭარის ყველა მარკირებული მარშრუტი ერთ რუკაზე განთავსდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ აჭარის რუკა განაახლა და რეგიონში არსებულ 26-ვე, მარკირებულ საფეხმავლო მარშრუტს თავი ერთ რუკაზე მოუყარა.
განახლებული რუკით მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველები საფეხმავლო მარშრუტებზე დამოუკიდებლად შეძლებენ გადაადგილებასა და მოგზაურობას.
განახლდა ბათუმი-აჭარის გზამკვლევიც. მოგზაურობისთვის საჭირო ინფორმაციების, რუკებისა და მარშრუტების ნახვა ვებ-გვერდზე https://visitajara.com/ka არის შესაძლებელი.