თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის პირველი არსებითი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე სამედიცინო დასკვნას წარადგენს როგორც ახალ მტკიცებულებას, რის შემდეგაც, მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. სასამართლო პროცესს ასევე ესწრებიან ბრალდებულებიც.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.