დონალდ ტრამპმა თავის გადაწყვეტილებებს „ეკონომიკური რევოლუცია“ უწოდა

06 აპრილი 2025, 11:50 119 ნახვა

 

ეს ეკონომიკური რევოლუციაა და ჩვენ გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წერს. მისი განცხადებით, „ჩინეთი უფრო დიდად დაზარალდა, ვიდრე აშშ“. ცნობისთვის, 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა სახის ჩინურ საქონელზე დამატებითი 34%-იანი ტარიფები გამოაცხადა, რასაც 4 აპრილს ჩინეთმა ამავე რაოდენობის ტარიფებით უპასუხა. ჩინეთის მიერ საპასუხო ტარიფების გამოცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჩინეთი პანიკაში ჩავარდა“.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში