სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

04 აპრილი 2025, 09:33 212 ნახვა

ქვეყნის მასშტაბით  სოფლის ნობათის  პროდუქცია ბაზრიდან უნდა  ამოიღონ და დალუქონ. ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სოფლის ნობათის  ინსპექტირებისას   იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში, რომლიდანაც ერთი ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილია, აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. ეს ნივთიერება ობის სოკოსგან წარმოიქმნება და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. 

მოგვიანებით კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც განმარტავს, რომ მოცემული პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი