პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დადგენილების პროექტი წარედგინა, რომლის მიხედვით, დროებით საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდება.
პროექტის თანახმად, საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიენებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე.
პარლამენტი დადგენილების პროექტს მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილავს.