მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

31 მარტი 2025, 09:55 182 ნახვა

საპროტესტო აქციაზე დაკავებული  ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. სხდომა 13 საათზეა ჩანიშნული. ადვოკატებმა  შესავალი სიტყვით უნდა ისარგებლონ, ბრალდების მხარემ კი   მოწმეები უნდა წარადგინოს.

დღეს გახდება ცნობილი, ცნობს თუ არა  ბათუმის საქალაქო სასამართლო  დასაშვებად იმ ახალ მტკიცებულებებს, რომლებიც დაცვის მხარემ  წარმოადგინა. 

მზია ამაღლობელს გამოძიება  პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე  პატიმრობა ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში