დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

30 მარტი 2025, 17:56 172 ნახვა

დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში მუშაობას განაგრძობს. მომდევნო კვირიდან კომისია 2003 -2012 წლებში დაკავებული ადამიანების საქმეებს და წამების ეპიზოდებს განიხილავს. შეისწავლიან კონკრეტულ ეპიზოდებს და გამოიკითხება კიდევ რამდენიმე პირი.
მანამდე, გასული კვირა აგვისტოს ომს და მისი წინა პერიოდს დაეთმო. გამოიკითხნენ ყოფილი პოლიტიკური თუ სამხედრო მაღალჩინოსნები. როგორც კომისიის წევრები ამბობენ, მიზანი 2003-2012 წლებში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის სამართლებრივი შეფასებაა.
თუმცა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, კომისიის კვლევის სფერო მხოლოდ ეს პერიოდი არ იქნება და მუშაობის პროცესი 2012 წლის შემდგომ პერიოდსაც შეეხება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში