საგამოძიებო კომისიის სხდომა

27 მარტი 2025, 17:58 190 ნახვა

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. განიხილება 2008 წლის აგვისტოს მოვლენები - შეიძლებოდა თუ არა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდება.
დეპუტატები გენშტაბის ყოფილ უფროსს, ზაზა გოგავას უსმენდნენ. სხდომის დაწყებისას გოგავამ თქვა, რომ ის აღარ წარმოადგენს "ნაციონალურ მოძრაობას" და კითხვებს უპასუხებს, როგორც გენერალი. კომისიის წევრებმა ასევე მოუსმინეს და შეკითხვები დაუსვეს ვანო მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეს, შალვა ჯანაშვილს.
სხდომაზე დეტალურად გაიხსენეს აგვისტოს ომის ქრონოლოგია და მოვლენები. ამ წუთებში კი გენერალ მამუკა ყურაშვილს უსმენენ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში