დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს გრიგოლ ვაშაძესაც მოუსმინეს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას იკავებდა, გრიგოლ ვაშაძემ სოზარ სუბარის კითხვის საპასუხოდ, რომელიც სააკაშვილის ინტერვიუს ეხებოდა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შეთანხმების სანაცვლოდ, ნატოზე უარის თქმას სთავაზობდა, უპასუხა რომ არ სჯერა რომ მსგავსი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად გააკეთა, მისივე განცხადებით მიხეილ სააკაშვილს ფიქრადაც კი არასდროს გაუვლია სუვერენიტეტის ნაწილზე უარის თქმა.