დაკავებულის ადვოკატის განცხადება

26 მარტი 2025, 17:55 848 ნახვა
00:00
00:00

ბრალდებული რომან ცეცხლაძე მეორე პენიტენციურ დაწესებულების ბადრაგებს ძალადობაში ადანაშაულებს. ადვოკატის ინფორმაციით, სავარაუდო ძალადობის შესახებ თავად ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 მარტს წინა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
უფლება დამცველის ინფორმაციით, ბრალდებული სამედიცინო მომსახურებას ითხოვდა, რა დროსაც მოხდა კონფლიქტი. დაცვის მხარემ უკვე მიმართა სპეციალურ პენიტენციურ და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროული რეაგირებისთვის.

ბრალდებულის ოჯახი ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს. საპასუხო კომენტარს ველოდებით სასჯელაღსრულების შესაბამისი სამსახურიდან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი