სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე. ქვაფენილის აყრა, სანიაღვრე ქსელის, ასევე ტროტუარების, გარე განათების მოწყობა და სამანქანო გზის მოასფალტება პირველი ეტაპზე გრიბოედოვის ქუჩის კვეთიდან რუსთაველისა და თავდადებულის ქუჩის კვეთამდე მონაკვეთშია გათვალისწინებული, რაც მაისის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
იგივე სამუშაოები თავდადებულის ქუჩიდან საბაგირომდე მონაკვეთზე, ასევე გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების კვეთიდან ხიმშიაშვილი ჯავახიშვილის კვეთამდე ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ არის დაგეგმილი.
საერთო ჯამში კი 22 მილიონიანი პროექტი ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.