გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების მიხედვით, აქციებზე მყოფი მოქალაქეები სამი თვეა საქართველოში ევროკავშირში მომავლის მხარდასაჭერად აქციებს მართავენ.
გადაწყვეტილებას ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე სანქციებს ვიქტორ ორბანი ბლოკავს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები.